დროებით შეჩერება

მთავარი / დროებით შეჩერება

მომსახურების დროებით შეჩერების სერვისით სარგებლობა ყველა მომხმარებელს შეუძლია. სერვისის შეჩერება წლის განმავლობაში 90 დღითაა შესაძლებელი, საიდანაც 60 დღე უფასოა, ხოლო 30 დღე ფასიანი და 15 ლარი ღირს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ამ მომსახურებით ისარგებლოს, აუცილებელია, რომ  მისი სტატუსი იყოს აქტიური, მინიმუმ ერთი დღის დადებითი ბალანსით, ფასიანი შეჩერების შემთხვევაში კი ანგარიშზე აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი დღეების თანხა. სერვისის გააქტიურება  მომხმარებლის მიერ  სატელეფონო მომსახურების ცენტრში დარეკვით ხდება, რეგისტრირებული საკონტაქტო ნომრიდან